21:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 13:45:32, 765 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას.

უწყების ცნობით, ამჯერად, სამინისტრომ სტრატეგიის პროექტი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან განიხილა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კაჭარავამ. სტრატეგიის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mof.ge/5231. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი.

ვალის მართვის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები/კომენტარები/კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე fo@mof.ge.

საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics