|
2021-12-07 10:11:08, 580 ნახვა
საზოგადოება
თბილისში TBILISI METRO FEST გაიხსნა
პირველად, დედაქალაქის მეტრო გალერეად გადაიქცა. 7 და 8 დეკემბერს მგზავრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენების და ინსტალაციების დათვალიერება შეუძლიათ. TBILISI METRO FEST-ს წარმოადგენს ArtUp - Street Gallery. ფესტივალი სამ მეტროსადგურს მოიცავს - ესაა მარჯანიშვილი, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი. ფესტივალი 6 დეკემბერს გაიხსნა და 8 დეკემბრის 00:00 საათამდე გასტანს. პროექტში 15 თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობს: ლევან ამაშუკელი, ნინო ბოსიკაშვილი, თინა ჩერტოვა, Gagosh, ირაკლი (მორე) ლიტვინენკო, მარიამ კაჭარავა, ნიკა ქუთელია, ელენ გლაზოვა, Masholand, BIIMO, მაკა ზედელაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, NINVELI, ნინო ხუნდაძე და SARI KIMORO CLAN. პროექტის ორგანიზატორია ArtUp - Street Gallery თბილისის მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)