|
2021-12-06 17:54:03, 592 ნახვა
საზოგადოება
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება 50%-ია
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებით მეორადი გამოყენების კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება იზრდება. - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრა 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარით. „პროგრამის ფარგლებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის სურვილის შემთხვევაში თანადაფინანსების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი უნდა გააკეთოს მატერიალური სახით სოფლის განვითარების სააგენტოში. პროგრამის ფარგლებში დაიტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვს განაცხადი გააკეთოს როგორც კომბაინის, ასევე ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსების მისაღებად. „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამა როგორც ახალი, ასევე მეორადი გამოყენების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)