|
2021-12-06 17:13:29, 593 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამო დასრულებაა
მე ვფიქრობ, რომ ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დასრულდეს შურისძიება. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვინახულო, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი - შურისძიების მსხვერპლი და ობიექტი - ეს არის ძალიან დიდი გარდა ადამიანური, ასევე, პოლიტიკური პრობლემისა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, შევძლებთ ამაზე საუბარს. რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა იმ აუცილებელი კითხვებისა, იმ ადამიანებისაც, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ ვერ იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დავასრულოთ შურისძიება და მე ვფიქრობ, რომ ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)