18:48 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 14:36:07, 687 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა

სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ - ეს ყველაფერი კეთდება ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და ყურადღების გადასატანად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის გზავნილშია აღნიშნული.

მიმართვა მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილი გზავნილში ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ არაადამიანური მოპყრობა მისთვის არ არის ახალი, უახლოეს დღეებში კი, ბრძოლა გამძაფრდება.

„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics