05:02 - 26 Jul, 2026
|
2021-12-04 15:20:32, 915 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო
ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და გააცნო ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ, ასევე, სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული სხვა სიახლეები. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად მოამზადა. ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო, როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან. საბოლოოდ, დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)