|
2021-12-04 13:21:14, 1174 ნახვა
საზოგადოება
ზეღდულეთის მოსახლეობა პროტესტს აგრძელებს - ადგილობრივებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს, ცოტა ხნის წინ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის ვითარება დაიძაბა ადგილობრივები სოფლიდან ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალისკენ მიდიოდნენ, პროტესტის ნიშნად ისინი თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა გზად მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ავტობანთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან გორის ახლადარჩეული მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მივიდა. მისი თქმით, ის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. "ჩვენ შევთანხმდით და მიდის სამუშაო პროცესები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. რომ ვთქვით, ჩვენ დაპირებას ვასრულებთ", - თქვა ხინჩიგაშვილმა. ცნობისთვის, ზეღდულეთის მოსახლეობამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართა. ისინი 2011 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ.
ფოტო: "მთავარი არხი"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)