|
2021-12-03 15:27:57, 463 ნახვა
საზოგადოება
კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მცხოვრებნი საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ. მათივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მისი მომსახურების სივრცე 308 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ სერვისს „ერთი ფანჯრის" პრინციპით აწვდის. ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ. დღესვე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს. კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. კასპის მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები ქართლის რეგიონში – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში - ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)