|
2021-12-02 15:28:12, 583 ნახვა
საზოგადოება
„ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება” - ბულგარეთში მინისტრთა კონფერენცია გაიმართა
„ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება”- ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით ბულგარეთში, ქ. სოფიაში მინისტრთა კონფერენცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა მოსახლეობის დაბერებასთან, შობადობასთან, გენდერულ თანასწორობასა და ოჯახის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.საუბარი შეეხო სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების დაფინანსების მექანიზმებსაც. მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გამოვიდა. თამილა ბარკალაიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გაამახვილა. შეხვედრას ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავრობების უმაღლესი წარმომადგენლები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)