|
2021-12-01 11:34:33, 477 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კელაპტრიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება ბოლო ეტაპზეა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 550 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, საერთო სარგებლობის კიბეები, საყრდენი კედლები აშენდა და გზა კაპიტალურად შეკეთდა. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 5 600 კვ.მ ფართობზე დაიგო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი ხელაძე, დავით ჭელიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნენ. „კელაპტრიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 100 წელია არ განხორციელებულა, არც ასფალტის საფარი დაგებულა დღემდე. გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 653 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.“ - ნათქვამია ინფორმციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)