|
2021-11-30 17:35:20, 684 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ვაგრძელებთ შეხვდედრებს „მწვანე პასპორტის“ სისტემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრას დაესწრო. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ბიზნეს სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები. მათივე ინფორმაციით, "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით საინფორმაციო სახის პირველი შეხვედრა კვების ობიექტების წარმომადგენლებთან გაიმართა. „1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია კი ასევე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. ბიზნეს სექტორთან შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდნენ. საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სიატემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორებთანაც.“ - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)