|
2021-11-30 16:46:19, 682 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფრომდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმების მიზანი მხარეებს შორის დროებითი ლეგალური დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტების, კერძოდ საიმპლემენტაციო პროცედურების მომზადებაა. აღნიშნულ თემაზე მუშაობის პერიოდში მხარეებს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა. „დოკუმენტს ხელი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ბულგარეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლაზარ ლაზაროვმა მოაწერეს.“ - წერია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)