|
2021-11-30 12:57:04, 464 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. "სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება. ვერტმფრენის რეისები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით სრულდება. რეისების დანიშვნის შედეგად, თუშეთში, ზამთრის პერიოდში მოსახლეების რაოდენობა გაიზარდა. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)