|
2021-11-29 17:46:34, 690 ნახვა
სამართალი
პროკურორი - 28 წლის ბიჭი წამებით მოკლეს, ყელი გამოჭრეს და ამაზე სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია“
28 წლის ბიჭი წამებით მოკლეს, ყელი გამოჭრეს და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული, - ასე გამოეხმაურა პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, საქმეში არსებული ვიდეომასალა უნდა გამოიკვლიონ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. „28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული და შეიწყალა მან მკვლელები, რომ დამკვეთები და დათა ახალაია და მანიაკები არ ემხილა. ეს იყო გირგვლიანის საქმე და ერთი საათი გვიწევს იმის მოსმენა, რომ ეს საქმე "პიარულია" და არ არსებობს და ჩვენ ვყოფილვართ მანიაკები, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება ჩავატარეთ. ათობით, ასობით დაზარალებული გვიყურებს, მათ აინტერესებთ მტკიცებულებების შინაარსი და არა პოლიტიკური ლოზუნგები და სანახაობის მოწყობა. ჩვენ მოგვეცით საშუალება, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. ადვოკატების მხრიდან ხელშეშლით, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ეს მტკიცებულებები, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ვერც ნიკა გვარამიას მუქარები და სხვა ვერ დაგვაბრკოლებს. ჩვენ უარს არ ვამბობთ მოვალეობის შესრულებაზე და ნება იბოძეთ, მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს. თუ გინდოდათ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს მართლმსაჯულებაში მიეღო მონაწილეობა, მართლმსაჯულება არის მტკიცებულებების გამოკვლევა და პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რაც არსებობს სააკაშვილის მიმართ. ბრალდებულმა ეს არ ისურვა და დატოვა დარბაზი. მე მინდა ამაზე ხაზი გავუსვა, რომ თქვენი მსგავსი დესტრუქციული გამოსვლები და ჩვენი შეურაცხყოფა მაინც ვერ შეაჩერებს მართლმსაჯულების პროცესს. ამ მტკიცებულებებს, ამ პროცესზე თუ არა სხვა პროცესებზე მაინც წარმოვადგენთ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა პატივისცემა სასამართლოს მიმართ და მოგვეცეს საშუალება მტკიცებულებების გამოკვლევის“, - განაცხადა წიკლაურმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)