|
2021-11-27 16:35:47, 1175 ნახვა
საზოგადოება
ელენე ხოშტარია, რომელიც 17–დღიანი შიმშილობის შემდეგ „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა, კლინიკიდან დღეს გაწერეს
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 17–დღიანი შიმშილობის შემდეგ „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა, კლინიკიდან დღეს გაწერეს. აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშNა, რომ საქმიანობას ერთ კვირაში დაუბრუნდება. მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია. ვახო კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა“, – წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)