21:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 14:19:04, 1012 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - ბიუჯეტი დავამტკიცეთ, რათა ოპოზიციას პროექტების გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდეს

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არ მისცემენ მარგინალურ ოპოზიციურ ძალებს ზუგდიდის განვიტარება გააჩერონ და მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება შეაფერხონ.

„დღეს, მოქმედმა საკრებულომა დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ქალაქის და მისი განვითარების მთავრი ფინანსური დოკუმენტია.  ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა, ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

დიახ! - ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან!

დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს ის 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწრიო პოლიტიკური ინტერესი აქვს და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერებვა სურს.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩანიშნა. მანამდე კი მოქმედი საკრებულოები არიან უფლებამოსილნი" განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics