|
2021-11-25 16:42:45, 843 ნახვა
საზოგადოება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის, აქტიური მოქალაქის თამარ ბობოხიძის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი,თამარ ბობოხიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენების შედეგ მოეწყო დისკუსია. 2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს კოორდინაციით სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)