|
2021-11-22 11:23:55, 1219 ნახვა
სამართალი
შს სამინისტრომ საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას” დასკვნითი ღონისძიება გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა - გიორგი ოსაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა, ნინა ხატისკაცმა. ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების თაობაზე. საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თემატური შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ხასიათის რამდენიმე ვიდეო-რგოლი, რომელთა მთავარ გზავნილს წარმოადგენდა სხვადასხვა რელევანტური უწყებების მხრიდან ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა. ასევე, დაიბეჭდა მიზნობრივი ბუკლეტები და პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდათ სკოლის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს/პირებს. დასკვნით ღონისძიებაზე, კამპანიის მიმდინარეობისას გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთაც ჯილდოები გადაეცათ. გარდა ამისა, გაიმართა თემატური ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიას მხარს უჭერდნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, და არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი(ASB).
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)