12:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-21 16:15:50, 936 ნახვა

საზოგადოება
ელენე ხოშტარია - ვაგრძელებ მკურნალობას, ერთი კვირა მომიწევს კლინიკაში ყოფნა

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც საქართელოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე შიმშილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომაროებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ხოშტარია Facebook-ზე წერს, მკურნალობას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ აგრძელებს და პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს.

„მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.

ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს.“ -  წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics