14:18 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 17:16:01, 914 ნახვა

საზოგადოება
ანა ნაცვლიშვილი „ალტ-ინფოზე” - პარტია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით მივმართავთ

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ძალადობრივი დაჯგუფების - ალტ-ინფოს პარტიად დაფუძნებას ეხმაურება და აცხადებს რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართვას აპირებს.

როგორც ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ პარტიას, კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.

მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ალტ- ინფომ“ კონსერვატიული მოძრაობა დღეს დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარედ, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია. პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics