|
2021-11-20 11:44:43, 656 ნახვა
საზოგადოება
დღეს სააკაშვილთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები შევლენ
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გადაიყვანეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები შევლენ. სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველებს შეზღუდვები არ ექნებათ, ხოლო პარლამენტის დეპუტატებისა და სხვა პირებისთვის სავალდებულო პროცედურები ნებართვის მისაღებად, დღეს გახდება ცნობილი. მესამე პრეზიდენტს დღეს პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს. დღესვე შეიკრიბება სახელმწიფო კონსილიუმი და ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს შეიმუშავებს. გარდა ამისა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან რესპუბლიკური კლინიკის რეანიმატოლოგთა ჯგუფი ყოველდღიურად იმორიგევებს. სავარაუდოდ ორ დღეში სააკაშვილს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრები, მოგვიანებით კი, „ემპათიას“ ჯგუფის წარმომადგენლები მოინახულებენ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)