02:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 13:28:36, 840 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომმარეობის გამო.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართვლოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

უკრაინა მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის, გადაიყვანოს მულტიპროფიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

უკრაინა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის უკრაინაში დაბრუნებას", - ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics