|
2021-11-18 10:26:09, 593 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი: 600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს ბინებს გადასცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები ღიად და გამჭვირვალედ განაწილდა. „600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა. კომისიამ საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხზე მუშაობა უკვე დაასრულა და დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინებს გადავცემთ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ზუგდიდში, პირადად შევხვდები ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაიმართება. 600 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)