|
2021-11-17 18:31:23, 775 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ღიბრაძე - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდ-პასპორტის განახლებაზე, ეს ეხება ქაღალდზე გაცემულ ცნობებს - აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდ-პასპორტის განახლებაზე, ეს ეხება ქაღალდზე გაცემულ ცნობებს, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის და მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება. „ჩვენ 16 ნოემბრიდან მივურთდით ერთიან სისტემას, შესაბამისად, იქედან მივიღეთ ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ჩაშენებულია დღეიდან გაცემულ QR კოდებში. ცხადია, უკვე დაბეჭდილ QR კოდში ამის ჩამატება ვერ მოხდებოდა და ამით არის გამოწვეული ის აუცილებლობა, რომ ვინც 17 ნოემბრამდე აიღო კოვიდ-ბარათი, მან ეს კოვიდ-ბარათი უნდა განაახლოს. მას ახალი QR კოდი მიეცემა ბარათზე, რომელშიც უკვე ჩაშენებული იქნება ევროპული კოვიდ-სერთიფიკატი. აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ისარგებლებს ამ აპლიკაციით, მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)