15:44 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 16:03:25, 606 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

18 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა უმასპინძლებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელი წლების განმავლობაში, საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, თამაზ დარჩიძეს გადაეცემა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია დაესწრებიან.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების სიგელი გამორჩეული წარმატებისთვის საერთაშორისო არენაზე, უცხოელ ან იაპონელ პირებსა თუ ჯგუფებს გადაეცემათ. ჯილდო წარმოდგენილია სერტიფიკატითა და სამსახსოვრო საჩუქრებით.

დაჯილდოების ცერემონია იაპონური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდება. იაპონური ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს, თბილისის მერიისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის ძალისხმევით, 2017 წელს დასრულდა, საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას ეძღვნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics