|
2021-11-17 15:34:30, 585 ნახვა
საზოგადოება
სოფელ აღაიანში სასმელი წყლის მიწოდება უბნების მიხედვით დაიწყო
სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების და გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება უბნების მიხედვით დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი განხორციელდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“-ს მიერ. პროექტის ფარგლებში მოეწყო რეზერვუარები, ჭაბურღილი, ჭაბურღილის სათავსი და შენობა, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე საქლორატორო და დარაჯის შენობა, რომლებიც შემოიღობა. შესრულებულ სამუშაოებზე 2 437 956 ლარია გათვალისწინებული იყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სოფელში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზირებული იყო, ნაწილი კი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობდა. პროექტის განხორციელება 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს პრობლემა აღმოიფხვრება და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა არსებობს, რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე კი ვცდილობთ მოვაგვაროთ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)