06:03 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 18:17:16, 657 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ კორტნი - უსამართლობაა სააკაშვილის პროცესზე არ დასწრება, მსგავსს ლუკაშენკოს ბელარუსისგან უნდა ელოდო

"ხელისუფლება სააკაშვილს სინდისის პატიმრად აქცევს" -ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი Twitter-ზე მესამე პრეზიდენტის საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლების არ მიცემას.

როგორც კორტნი აღნიშნავს, სააკაშვილის სასამართლოზე არ დასწრება უსამართლობაა და მსგავს ქმედება მხოლოდ ლუკაშენკოს ბელარუსისგან არის მოსალოდნელი.

"ასეთ უსამართლობას, შესაძლოა, ლუკაშენკოს ბელარუსისგან ელოდო, მაგრამ არა იმ საქართველოსგან, რომელსაც ბევრი მისი მეგობარი იცნობს. ეს უსამართლობა სააკაშვილს ნაკლებად მოსალოდნელ "სინდისის პატიმრად" აქცევს", - წერს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში.

ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლება არ მისცა, მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოება და ეტაპირების დროს ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვის მცდელობაა დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics