06:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 15:55:24, 1299 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნი“ დაწესდა

ავსტრიაში, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი, ვინც სრულად არ იყო აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინიით, ლოქდაუნში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, არავაქცინირებულ ადამიანებს სახლიდან გასვლის უფლება ექნებათ მხოლოდ შეზღუდული მიზეზების გამო, როგორიცაა გადაუდებელი სამსახუროებრივი საქმე ან საკვების შეძენა.

„ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ მაგრამ სამწუხაროდ ეს აუცილებელია“, - განაცხადა კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა.

ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65% სრულად არის ვაქცინირებული, ამ მხრივ , ქვეყანას  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს  დასავლეთ ევროპაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეზღუდვების დაწესება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული. უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 11 500 შემთხვევა გამოვლინდა.

ავსტრიაში შემოღებული ზომები, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 ცნობისთვის, ევროპის ბევრი ქვეყანა ისევ აანონსებს შეზღუდვებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics