17:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 15:40:18, 1245 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, მახოსა და თხილნარის სოფლების მოსახლეობა, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები აიცრნენ

სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თხილნარის თემის სამედიცინო ამბულატორიაში ჩატარდა. დღეს, მახოსა და თხილნარის სოფლების მოსახლეობა, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები აიცრნენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელვაჩაურის განყოფილების ხელმძღვანელთან, ნატო ნაკაშიძესთან ერთად გაეცნო. მინისტრმა სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას აქტიურობისა და გამოჩენილი ინტერესისათვის მადლობა გადაუხადა.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში ტარდება და პროცესი მზარდია. დღეს ჩვენ პროცეს თხილნარის ამბულატორიაში ვაკვირდებით. მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინიციატივებია, რომელიც მწვანე პასპორტის გამოყენებასა და 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის ფულად წახალისებას, ერთჯერადად 200 ლარის გაცემას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით მაღალია ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ყველას მოვუწოდებ მიმართონ ამბულატორიებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

დღემდე სოფლის ამბულატორიებში ჩატარებულია 3000-ზე მეტი ვაქცინა. ჯამში აჭარაში ადმინისტრირებულია 224 547 დოზა ვაქცინა. აცრილია სამიზნე კონტიგენტის - 65 %.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics