|
2021-11-14 13:04:37, 638 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა 3 წელია გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა საკვების გარდა არაფერი მიუღია, რადგან რესურსი არ გააჩნია საავადმყოფოს. "არც ტექნიკა არსებობს, არც ექიმი არსებობს ამ დაწესებულებაში, უბრალოდ არის ცარიელი შენობა, სადაც ჩემი ძმა სამო წელი იწვა და იღებდა უბრალოდ საკვებს. სახელად ჰქვია სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ ექიმიც კი არ არის მანდ. რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს. მითხრეს, რომ გადმოყვანილია ვივამედში, მაგრამ მიზეზი გადმოყვანის ჯერჯერობით უცნობია". - ამბობს თორნიკე მამალაძე. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს დააკავეს. პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)