07:14 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 11:07:35, 654 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა.

„ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატო-მ აღიაროს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატო-ს სტანდარტებთან. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წელს სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსის ნატო-ს მიერ შერჩეული (NATO Selected) სტატუსით მოპოვებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა.

ნატო-ს ექსპერტების ვიზიტით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, DIB სკოლის სახით მიიღოს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატო-ს ხარისხის მართვის ნიშნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics