|
2021-11-13 17:24:33, 728 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იოანე - სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო შეზღუდული რაოდენობით იკვებებოდა, ეს არც შიმშილობაა და არც მარხვა
შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა,- ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფემ იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის გამო შეზღუდული რაოდენობით იკვებებოდა და ეს არც შიმშილობაა და არც მარხვის დაცვა. „შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც ერთი, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება. ოპერაცია გაიკეთა დასავლეთში, ამიტომ დასავლეთმა იცის ეს და ეთანხმება რომ ეს არ იყო არც შიმშილი... მეუფე ეტყობა ინფორმირებული არ იყო, ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)