|
2021-11-12 17:21:50, 716 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტარებს არ უშვებენ საპატიმროში, სააკაშვილს მე გადავცემ მათ გზავნილს
დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ და მათ წერილს მიხეილ სააკასვილს თავად გადასცემს. მისი თქმით, ამ ფორმით ხელისუფლება სააკაშვილს იზოლაციაში ამყოფებს. "სამწუხაროდ ახლა 6 საათაზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, რომ ფაქტიურად, ასე ვთქვათ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს მიღებული უფლება შესვლის ციხეში, მე ახლა ამ უფლებას გამოვიყენებ და მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადავცე წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ჩამოსული აქ, არამედ არაერთი სხვა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი და გადავცე მას ის გზავნილი, რაც ამ წერილში არის გაჟღერებული. შემიძლია გაგიზიაროთ აქ არის, ორი მოწოდება, ერთი ეს არის ცხადია საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის აუცილებელი მისი და ასევე ელენე ხოშტარიას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად" , - თქვა სალომე სამადაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)