|
2021-11-12 12:28:10, 864 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კოვზანაძე - კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ
„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია-ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ" -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც. „მაგრამ, რეალობა არის ის რომ ყოველდღიურად გვყავს 5000 -დან 6000-მდე ინფიცირებული, ასევე გვყავს 50-70 და მეტი გარდაცვლილი, საშინელებაა. კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, კვდება ისე, რომ ახლობლებსაც ვერ ხედავს, ოჯახს ვერ ემშვიდობება ....ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწრაფი და უფრო მეტად ეფექტური ღონისძიებები"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)