|
2021-11-12 12:06:33, 653 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, ქერჩის N6 კორპუსში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ბრტყელ და ქანობიან სახურავებს, ასევე, წყალსაწრეტ მილებს. დაზიანებული სახურავის მოწესრიგების სამუშაოები უტარდება ქერჩის N6 საცხოვრებელ კორპუსს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 699 ლარი დაიხარჯება. დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები ამ ეტაპზე 55 მისამართზე ჩატარდა, 16 მისამართზე კი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)