|
2021-11-12 11:21:18, 608 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილს პენიტენციურის თანამშრომლები თქვენობით ელაპარაკებოდნენ, იქიდან მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი მისი უფლებების დაცვით განხორციელდა. რატი ბრეგაძემ ამის დამადასტურებლად დღეს გავრცელებული კადრები მოიყვანა. „გავრცელდა კადრები, როდესაც მას რეანიმობილში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები, თქვენობით ელაპარაკებოდნენ; მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო; ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ თითოეული ჩვენგანის უსაფრხოებისათვის: „ეს არ არის მარტივი გასაძლები, როდესაც დაუმსახურებლად იღებს ასეთ შეურაცხყოფას ადამიანი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის დღეს და ღამეს ასწორებს. ბუნებრივია, ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ; ვერცერთ პატიმარს და ვერცერთ ადამიანს, რომ ჩვენს თანამშრომელს უსამართლოდ შეეხოს და არ დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნას".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)