20:15 - 26 Jul, 2026
|
2021-11-12 11:02:14, 781 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სპეციალურად აიცრა "ფაიზერის" ვაქცინით, რადგან ხალხი დაარწმუნოს ვაქცინის ვარგისიანობაში. "გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო, მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა", - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)