22:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 11:05:52, 554 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა.

ნინო თანდილაშვილმა სებასტიან ბარკოვსკის ემისიების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაუთმო.

შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ კლიმატის მხარდაჭერის პოლონურ პროექტთან დაკავშირებულ ახალ   ინიციატივაზე ისაუბრა,  რომლის ბიუჯეტი 11,25 მილიონი ევროა და ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცა კლიმატის პოლიტიკის განვითარება, ჰაერის ხარისხის ზრდა, ენერგოეფექტური შენობები,  ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების ტრანსფორმაცია, ნულოვანი და დაბალი ემისიის მქონე ტრანსპორტი. ინიციატივის ფარგლებში, პოლონეთის მხარე განიხილავს საინვესტიციო, საკონსულტაციო და შერეული ტიპის პროექტებს.

ინიციატივის ფარგლებში, ქართულმა მხარემ, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული პროექტების წარდგენის შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო.

ნინო თანდილაშვილმა პოლონური მხარის წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში მოიწვია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics