21:46 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 17:06:26, 906 ნახვა

საზოგადოება
„სილიკონ ველის“ ინვესტორების ტრენინგზე დასასწრებად, სტარტაპების რეგისტრაცია იწყება

თბილისის მერიის,  ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკისა“ და Start Up Grind Tbilisi-ის ინიციატივით, 12-13 ნოემბერს, თბილისს „სილიკონ ველის“ ტოპ ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები: Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი - ჯონათან თაუერი (Jonathan Tower),   საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის Game Groove Capital-ის  მმართველი საბჭოს წევრი - მარვინ ლიაო (Marvin Liao) და US Market Access Center-ის დამფუძნებელი - კრის ბერი (Chris Burry) ესტუმრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ტრენინგი - „როგორ მოვემზადოთ ვენჩურული კაპიტალის მოსაზიდად“ (Getting Ready to Venture Capital), რომელსაც ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო და კრის ბერი ჩაატარებენ და ქართული სტარტაპების წარმომადგენლებს გაუზიარებენ გამოცდილებას ვენჩურული ფონდების მიერ სტარტაპების შერჩევის პროცესისა და სტარტაპების სწრაფი ზრდის პოტენციალის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ. ისინი ასევე, ისაუბრებენ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებსა“ და ვენჩერული ფონდების განსხვავებაზე. 

პროექტის მიზანს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს, რაც ვენჩურული ფონდების შემოსვლის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, ქართული სტარტაპების შესაბამის მომზადებას გულისხმობს.  

ტრენინგზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, 12 ნოემბრის 18:00 საათამდე, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/B896eCnu5ZtqxTiK8.  

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics