21:45 - 26 Jul, 2026
|
2021-11-10 14:15:40, 819 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "მიშა, მიშა"- სკანდირებენ. ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)