|
2021-11-10 12:32:07, 761 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა
კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15,000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული. შპს „აგროგრუპის“ ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)