|
2021-11-10 11:16:32, 574 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწეს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკა ოლსონი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან - სარა რუპერტთან ერთად ეწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რის შემდეგაც დეპარტამენტის თანამედროვე შენობაში განთავსებული სხვადასხვა ლაბორატორიები: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზების ლაბორატორიები და ტირი დაათვალიერებინა. გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს მადლობა გადაუხადა ამერიკული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)