|
2021-11-09 17:40:36, 818 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის დირექტორს ცხოველების დაძინებაში ადანაშაულებენ
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის დირექტორს არჩილ ბეჟანიშვილს ცხოველების დაძინებაში ადანაშაულებენ. როგორც მოქალაქე ნანა ხანანაშვილი, სოციალური ქსელში წერს, ავტოქარხანაში არანაირი ცოფი არ დაფიქსირებულა და ამ ინფორმაციას ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი მიზანმიმართულად ავრცელებს, რათა ათობით ძაღლი დააძინოს. "ავტოქარხანაში არანაირი ცოფი არ დაფიქსირებულა, ამ ჭორების გავრცელება აწყობს მუნიციპალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ბეჟანეიშვილს, რომელიც გეგმავს უდანაშაულო ძაღლების გაყვანას და დახოცვას." - წერს მოქალაქე. მისი თქმით, არჩილ ბეჟანიშვილი ზარებს არ პასუხობს და ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში არ უშვებს. "ყველა ჯამრთელ ძაღლს უპირებენ ქალაქიდან გაყვანას და ევთანაზიას. არავის არ ინდობს, არ გიშვებს თავშესაფარში, არავის ზარებს არ პასუხობს. აქრობს ნელ-ნელა ყველა ძაღლს."- წერს ხანანაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)