|
2021-11-09 14:05:04, 687 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გუშინ რადიკალების მხირიდან, განიხილებოდა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი
გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რადიკალების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. „გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას შედეგი ვერ ექნება. ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის- საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა 10 კაციანი თათბირი, სადაც განიხილეს ეს საკითხი მკაცრად ვაფრთხიოლებ ყველას ხელი აიღონ მსგავს ქმედებაზე.“, - განაცხადა კობახიძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)