|
2021-11-08 16:25:24, 886 ნახვა
საზოგადოება
ახალი კულინარიული წიგნი „ეთნო ტაბლა“ ქვემო ქართლში რეგიონული ტურიზმის განვითარების მოდელის მხარდასაჭერად
კაფე „სკაუტ გარდენი“, რუსთავი, ქვემო ქართლი - დღეს, 9 ნოემბერს, 11:30 საათზე, USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ წარმოგიდგენთ კულინარიულ წიგნს „ეთნო ტაბლა“ და გთავაზობთ ქვემო ქართლის სამზარეულოს ისტორიულ სამყაროში მოგზაურობას. ახალი კულინარიული წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსენი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი ქეთევან ჭუმბურიძე და სხვა დაინტერესებული პირები. წიგნი, რომელიც USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გამოიცა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები, ბერძნები, გერმანელები და ა.შ.) მიერ შემუშავებული 30-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. „ეთნო ტაბლა“ USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიერ შექმნილი კულინარიული წიგნების სერიის მეხუთე გამოცემაა, ხოლო სხვა გამოცემებს შორისაა: „მესხური ტაბლა“, „კოლხური ტაბლა“, „თუშური ტაბლა“ და „ქისტური ტაბლა“. აღნიშნული წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისათვის. დაგეგმილია „ეთნო ტაბლას“ გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელში „ბიბლუსი“. „ეთნო ტაბლას“ გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს (KKRDA) გაძლიერებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)