|
2021-11-08 14:24:17, 733 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, გადაწყვეტილებას არ შევცვლი
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, გადაწყვეტილებას არ შევცვლი, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. "მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია რეალურად არის გამოსავალი, პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი", – განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)