00:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 15:26:01, 976 ნახვა

საზოგადოება
ინგა გრიგოლია - მახსოვს 7 ნოემბერი, 20 ივნისი და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს

7 ნოემბერი რომ მახსოვს, 20 ივნისი და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი - ამის შესახებ ჟურნალისტი და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

გრიგოლიას თქმით, არ სჯერა იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ 7 ნოემბერი ახსოვს, თუმცა 5 ივლისს ამართლებს.

„მეც მახსოვს 7 ნოემბერი. მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება!!!!                        

ისევე როგორც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული კოლეგები, თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური  პროპაგანდის წყალობით, მეორედ მოკლეს, გარდაცვალების შემდედ და მახსოვს ისიც, რომ  სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ,ხელისუფლებამ მოაწყო თავად).!                                                   

ჩავამატებ-20 ივნისი და თვალებდათხრილი ადამიანებიც მახსოვს და მძულს ის დღე, რომელსაც იგივე წარმატებით აპრავებენ 7 ნოემბრის მგმობელნი, როგორც 5 ივლისს……….                                      

ხოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს ,20 ივნისიც და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი.!                      

P.s- 7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი,რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე,არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ. ( მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში  ეგენი პირველები დაწერენ - გვახსოვს 5 ივლისიო“- წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, დღეს 17:00 რუსთაველზე აქცია სახელწოდებით „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics