02:08 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 12:59:05, 553 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში სტუმრობის ფარგლებში, სტუდენტები სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„სტუდენტებმა მიმდინარე კვლევების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ მეორე სტუდენტურ კონფერენციაში „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობას 5 ქართული უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტთა ჯგუფი და აკადემიური პერსონალი იღებს. ღონისძიების მხარდამჭერი სურსათის ეროვნული სააგენტოა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს; სრულად ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics