|
2021-11-05 12:36:56, 615 ნახვა
საზოგადოება
ყველაფრით კმაყოფილია, ხაზზე ვიქნები საჭიროების შემთხვევაში - კახა კუჭავამ ელენე ხოშტარია მოინახულა
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა რომელმაც პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო. კუჭავას თქმით, მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში მუშაობს ექიმი და საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება. "ელენე ხოშტარია მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ექიმი და თუ საჭიროა ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურება. მაინტერესებდა თუ აკლდა რაიმე, პირობები და ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება. არ გვისაუბრია ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემი მოსვლის მიზეზი იყო, რამე ხომ არ აკლია, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ და კარგია, რომ არის". - ამბობს კახა კუჭავა. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 3 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)