|
2021-11-02 15:01:03, 955 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელიც მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში სცემდა და აწამებდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პირს, რომელიც მეუღლზე 4-5 საათის განმავლობაში, ძალადობდა , აწამებდა და სცემდა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სრულად გაიაზიარა პროკურატურის შუამავლობა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. როგორც საქმის დეტალებიდან ირკვევა,2021 წლის 24 თებერვალს, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერის და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მის მიმართ განახორციელა წამება. „ბრალდებული ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით, მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა მას და აწამებდა. წამების შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებული წაიყვანა მშობლების სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებით და გასროლით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 25 თებერვალს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის 1-ლი ნაწილით (წამება - პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის), სსკ-ის 111-126-11 მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.„- წერია უწყების განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- ნათქვამია განცხადებაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)